PSP.GE

Rituals - რიტუალს

Rituals დაარსდა 2000 წელს, ჰოლანდიაში და მისი მიზანია ყოველდღიური ცხოვრებისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება. რიტუალსი ლიდერი კომპანიაა კოსმეტიკისა და სახლის დამამშვიდებელი საშუალებების სექტორში. ის მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქტებს, რომლებიც შექმნილია არომათერაპიული და ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით. ბრენდის ფილოსოფიის თანახმად, თავის მოვლის ყოველდღიური რიტუალი უნდა იყოს განსაკუთრებული და სასიამოვნო.

72პროდუქტი

Rituals დაარსდა 2000 წელს, ჰოლანდიაში და მისი მიზანია ყოველდღიური ცხოვრებისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება. რიტუალსი ლიდერი კომპანიაა კოსმეტიკისა და სახლის დამამშვიდებელი საშუალებების სექტორში. ის მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქტებს, რომლებიც შექმნილია არომათერაპიული და ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით. ბრენდის ფილოსოფიის თანახმად, თავის მოვლის ყოველდღიური რიტუალი უნდა იყოს განსაკუთრებული და სასიამოვნო.

Rituals-ის კონცეფცია ეფუძნება აზიასა და მის სიბრძნეს, რაც უკავშირდება ჰარმონიის, სიწყნარისა და მყუდროების თემატიკას. რიტუალსის პროდუქცია, როგორებიცაა სველი ხელსახოცები, კრემები და სურნელოვანი სანთლები, ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს და ადამიანებს ეხმარება სისუფთავისა და სიწყნარის მნიშვნელობის შეცნობაში.

რიტუალსი გამოირჩევა უნიკალური დიზაინითა და ხარისხით. მისი პროდუქტები არა მხოლოდ ფუნქციონალურია, არამედ ვიზუალურადაც ძალიან მიმზიდველია. ბრენდი ხშირად იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, რომლებსაც აზიური ფესვები აქვთ, რაც ბრენდს აძლევს გამორჩეულ და განსხვავებულ ხასიათს.

Rituals-ის საპონი ან შხაპის გელი არ არის მხოლოდ სისუფთავის მომნიჭებელი საშუალება, არამედ მათში გაჯერებული სუნი და არომატი ხელს უწყობს სრულყოფილ ჰარმონიას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ Rituals-ის მიზანი მომხმარებლების შეგრძნებების გამდიდრებაა. 

ბრენდის ღირებულებები ჩაქსოვილია თითოეულ დეტალში. რიტუალსი ქმნის უნიკალურ სამყაროს, რომელშიც მომხმარებლები თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობენ.

ბრენდი წარმატებით ვითარდება და აქტიურად ავრცელებს თავის ფილოსოფიას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მასზე მოთხოვნას.

Rituals-ის პოპულარული პროდუქცია

  1. Sakura ტანის სკრაბი — რიტუალსის ეს სკრაბი ტრადიციულ იაპონურ ინგრედიენტებსა და ნაზ ექსფოლიაციის ტექნოლოგიას აერთიანებს. ის ორგანული შაქრის ნატეხებისგან შედგება — ეს კრისტალები კანის ზედაპირს მკვდარ უჯრედებს აშორებს, რას ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესსა თუ მის დარბილებას. ამასთანავე, სკრაბი შეიცავს ტკბილი ალუბლის ყვავილისა და ბრინჯის ექსტრაქტებს — ორივე მათგანი ფართოდ ცნობილია დამამშვიდებელი და დამატენიანებელი თვისებებით. ამ კომპონენტების სინთეზი კანს სიმსუბუქეს, ელასტიკურობასა და სირბილეს სძენს; დატენიანებულიცაა და ბუნებრივი ბზინვარებით გაჯერებულიც.
  1. მზის ნაკრები Karma — რიტუალსის Karma მზის მოვლის ხაზი მაღალი SPF-ით გამოირჩევა — კანს სრულყოფილად იცავს  UVA და UVB სხივებისგან. ამასთანავე, ამ ხაზში შემავალი პროდუქტები იდეალურად ატენიანებს კანს, ამცირებს მზით გამოწვეულ სიმშრალესა და დაზიანებას. სერია შეიცავს თეთრი ჩაისა და წმინდა ლოტუსის ექსტრაქტებს, რომლებიც დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა. ეს კომპონენტები აქტიურად მონაწილეობს კანის გაჯანსაღებაში, მეტად ელასტიკურს ხდის მას. ხოლო ანტიოქსიდანტები თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგაან იცავს, რაც ფოტოდაბერების თუ მზით გამოწვეული ნაოჭების გაჩენის რისკს ამცირებს. ამასთანავე, ამ ხაზის პროდუქტები გამოირჩევა წყალგამძლე ფორმულით — წყალთან კონტაქტის შემდეგაც კი ნარჩუნდება გრძელვადიანი დაცვა.
  1. The Ritual Of Jing ანტიპერსპირანტი სპრეი — რიტუალსის ეს პროდუქტი 48-საათიან დაცვას უზრუნველყოფს ოფლიანობისა და უსიამოვნო სუნისგან. მის მთავარ მახასიათებელს კი დამამშვიდებელი ინგრედიენტების შემცველობა წარმოადგენს — მათ შორისაა ლოტუსი და ჯუჯა ხე, რომლებიც სარელაქსაციო თვისებებით გამოირჩევა. ამიტომაც, მიუხედავად ანტიპერსპირანტის სიძლიერისა, ის არ აშრობს და აღიზიანებს კანს, რის გამოც იდეალურია ყოველდღიურ რუტინაში. ზოგადად, The Ritual of Jing-ის სერია ცნობილია თავისი დამამშვიდებელი სურნელით, რაც ხელს უწყობს სტრესის შემცირებასა და რელაქსაციას. შესაბამისად, ამ სპრეისაც ნაზი სურნელი გამოარჩევს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ნარჩუნდება.
სწრაფი მიწოდება
მიწოდება 1 საათის განმავლობაში
რჩეული ბრენდები
მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდები
გარანტირებული ხარისხი
მხოლოდ რჩეული პროდუქცია
საუკეთესო კატალოგი
45 000+ დასახელების პროდუქცია