PSP.GE

Mizon - მიზონი

Mizon კორეული კოსმეტიკის ბრენდია, რომელიც სამხრეთ კორეაში 2000-იან წლებში შექმნეს AmorePacific-ის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა. მათი მიზანი მაღალი ხარისხის კანის მოვლის საშუალებების წარმოება იყო, რომელთა უკანაც ინოვაციური ფორმულები იდგა. 

139პროდუქტი

Mizon კორეული კოსმეტიკის ბრენდია, რომელიც სამხრეთ კორეაში 2000-იან წლებში შექმნეს AmorePacific-ის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა. მათი მიზანი მაღალი ხარისხის კანის მოვლის საშუალებების წარმოება იყო, რომელთა უკანაც ინოვაციური ფორმულები იდგა. 

თანამედროვე, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი კოსმეტიკა ბრენდის მთავარ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს. რაც მთავარია, მიზონი მუდმივად მეცნიერულ კვლევებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს ეყრდნობა. შესაბამისად, ტერმინი „მეცნიერული სილამაზე“ ზუსტად აღწერს მის ხედვას. მიზონის მზარდი პოპულარობის მიზეზიც უნიკალური ინგრედიენტებისა თუ ფორმულების გამოყენება გახდა — მათ შორისაა ლოკოკინას მუცინი, რომელიც ფართოდ გამოიყენება კანის რეგენერაციისა და აღდგენის პროცესებში; ასევე, ზღვის წყალმცენარეები და სხვა ბუნებრივი ექსტრაქტები.

ამავდროულად, Mizon დიდ ყურადღებას აქცევს წარმოების ყველა ეტაპს და ხარისხის მკაცრი კონტროლითაც გამოირჩევა. 

მიზონის პოპულარული პროდუქცია

Mizon განსაკუთრებით ცნობილია თავისი Snail Repair ხაზით, რომელიც კანის რეგენერაციისთვის ლოკოკინას მუცინს ეყრდნობა და აქვს ძლიერი ანტი-ასაკობრივი ეფექტი. ასევე, პოპულარულია მისი სახის შრატი, ტონერები და დამატენიანებელი პროდუქტები, რომლებიც ინოვაციური ინგრედიენტებისა და კანის გამაახალგაზრდავებელი ფორმულების სინთეზს წარმოადგენს. 

ბრენდის ყველაზე პოპულარული პროდუქტების ჩამონათვალი კი ასეთია:

  1. Mizon Snail Repair Perfect Cream —  კრემი შეიცავს 85% ლოკოკინას მუცინის ექსტრაქტს, რომელიც ცნობილია თავისი რეგენერაციული და აღდგენითი თვისებებით. მუცინი ხელს უწყობს დაზიანებული კანის სწრაფ აღდგენას, ზრდის ელასტიკურობას და ამცირებს პიგმენტაციას. შესაბამისად, კრემი ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას და ამცირებს ნაოჭებს. ასევე, ეფექტურად ებრძვის კანის გამოშრობას, უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას. 

ამავდროულად, კრემი შეიცავს სხვადასხვა ანტიოქსიდანტს, რაც კანის ბუნებრივ ბარიერს აძლიერებს — გარემოს მავნე ზემოქმედება მნიშვნელოვნად მცირდება.

  1. Mizon All In One Snail Repair Cream — კრემი შეიცავს 92% ლოკოკინას მუცინის ექსტრაქტს, რაც ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, ნაოჭებისა და აკნეს კვალის შემცირებას, ასევე კანის ტექსტურის გაუმჯობესებას. „ყველაფერი ერთში“ ფორმულით, კრემი ერთდროულად ებრძვის სხვადასხვა კანის პრობლემას. ის ეფექტურია აკნეს კვალის, პიგმენტაციის, ნაოჭების, კანის დაჭიმვისა და ჰიდრატაციის პრობლემების შემთხვევაში

ამასთანავე, კრემის შემადგენლობაში ასევე შედის სხვადასხვა დამატენიანებელი და ანტიოქსიდანტური ინგრედიენტი. შედეგად, კანი გარემოს მავნე ფაქტორებისგან დაცულია, მცირდება სიწითლე და გაღიზიანება.

  1. Mizon Collagen Power Firming Eye Cream — ეს კრემი შეიცავს ზღვის კოლაგენს, რომელიც ცნობილია კანის გამამკვრივებელი და ელასტიკურობის გამაუმჯობესებელი თვისებებით. კოლაგენი ხელს უწყობს კანის სტრუქტურის გაჯანსაღებასა და ნაოჭების, განსაკუთრებით თვალის ირგვლივ, შემცირებას. ამრიგად, კრემი შესანიშნავია თვალის მიდამოებში ასაკობრივი ნიშნების შესამცირებლად. 

გარდა კოლაგენისა, კრემი შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს კანის ღრმა დატენიანებას, ტენიანობის შენარჩუნებასა და თვალის მიდამოების გაჯანსაღებას. 

ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი და დაღლილი კანისთვის. საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში გამოყენებულია კაფსულირებული კოლაგენის ტექნოლოგია — შედეგად, აქტიური ნივთიერებები უფრო ღრმად შეიწოვება კანის ფენებში.

ამავდროულად, პროდუქტი შეიცავს დამატენიანებელ და დამამშვიდებელ მცენარეულ კომპონენტებს, როგორებიცაა ბაბუაწვერა და შვიტა. ეს ინგრედიენტები სიწითლის, შეშუპებისა და გაღიზიანების შემცირებას უწყობს ხელს.

  1. Mizon AHA & BHA Daily Clean Toner — ტონერი შეიცავს ალფა ჰიდროქსიმჟავას (AHA)  და ბეტა ჰიდროქსიმჟავას (BHA). AHA მუშაობს კანის ზედაპირზე, აშორებს მკვდარ უჯრედებს და აუმჯობესებს კანის ტექსტურას; ხოლო BHA ღრმად აღწევს ფორებში, შლის ჭარბ ცხიმს და აფერხებს ფერიმჭამელებისა თუ აკნეს გაჩენას. უბრალოდ, მიუხედავად იმისა, რომ ტონერი შეიცავს მჟავებს, ის საკმარისად ნაზია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ამასთან, ტონერი ეხმარება კანის ტონუსის გათანაბრებას და პიგმენტაციის შემცირებას. ასევე, შეიცავს დამატენიანებელ ინგრედიენტებს, რომლებიც კანის ტენიანობის ბალანსს ინარჩუნებს. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ბევრი ექსფოლიატორი ხშირად აშრობს კანს, ხოლო Mizon-ის ეს ტონერი პირიქით, ატენიანებს.

ტონერი ეფექტურია ყველა ტიპის კანისთვის, თუმცა განსაკუთრებით რეკომენდებულია ცხიმიანი, პრობლემური და კომბინირებული კანისთვის, რადგან მას აქვს ფორების გასუფთავებისა და ცხიმის კონტროლის უნარი.

  1. Mizon Black Snail All In One Cream — კრემი შეიცავს 90% შავი ლოკოკინას მუცინს, რომელიც ძლიერი რეგენერაციული თვისებებით გამოირჩევა. შავი ლოკოკინას ექსტრაქტი უფრო მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, ვიდრე ჩვეულებრივი ლოკოკინას მუცინი, რაც დაზიანებული კანის სწრაფ აღდგენასა და შეხორცებას უწყობს ხელს. 

საგულისხმოა, ეს პროდუქტი კანის მრავალ პრობლემას აგვარებს — მათ შორის ამცირებს ნაოჭებს, პიგმენტაციას, აკნეს კვალს და კანს მეტს ელასტიკურობას აძლევს. მიზეზი კი ერთია: კრემი შეიცავს დამატენიანებელ კომპონენტებს, როგორებიცაა ჰიალურონის მჟავა, რაც უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას და ბალანსის შენარჩუნებას. ის ასევე ქმნის დამცავ ფენას, რომელიც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის გაძლიერებას.

კრემი მდიდარია ანტიოქსიდანტებითაც — შედეგად, კანზე გარემოს მავნე ზემოქმედება მცირდება.

  1. Snail Repair BB Cream — მიზონის ბბ კრემი ლოკოკინას მუცინის ექსტრაქტს შეიცვას და რამდენიმე ფუნქციას აერთიანებს: ფარავს კანის ხარვეზებსა თუ პიგმენტაციას, იცავს მზისგან და უზრუნველყოფს დატენიანებას. ჰიალურონის მჟავა და სხვადასხვა მცენარეული ექსტრაქტი კანს სიღრმისეულად ატენიანებს, მეტად ელასტიკურიც ხდება. 
სწრაფი მიწოდება
მიწოდება 1 საათის განმავლობაში
რჩეული ბრენდები
მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდები
გარანტირებული ხარისხი
მხოლოდ რჩეული პროდუქცია
საუკეთესო კატალოგი
45 000+ დასახელების პროდუქცია