

Huggies - ჰაგისი
Huggies მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელიც სპეციალიზებულია საფენების, სველი ხელსახოცებისა და სხვა საბავშვო პროდუქტების წარმოების კუთხით. მისი ისტორია 1968 წლიდან იწყება, როდესაც ამერიკულმა კომპანიამ, Kimberly-Clark Corporation–მა, სფეროში რევოლუციის მოხდენა გადაწყვიტა.
Huggies მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელიც სპეციალიზებულია საფენების, სველი ხელსახოცებისა და სხვა საბავშვო პროდუქტების წარმოების კუთხით. მისი ისტორია 1968 წლიდან იწყება, როდესაც ამერიკულმა კომპანიამ, Kimberly-Clark Corporation–მა, სფეროში რევოლუციის მოხდენა გადაწყვიტა.
ჰაგისის პირველმა საფენმა გამოსვლისთანავე დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა ინოვაციური დიზაინის ხარჯზე. ბრენდმა მალევე ჩაანაცვლა იმ დროისთვის გავრცელებული, უფრო უხეში და ნაკლებად კომფორტული ალტერნატივები.
ჰაგისის ძირითადი ფილოსოფია ეფუძნება მშობლების მხარდაჭერას და ბავშვების კომფორტსა და უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ბრენდი ითვალისწინებს, რომ ბავშვის მოვლა ზოგჯერ ძალიან დამღლელია, ამიტომ მისი მიზანია, მშობლებისთვის შექმნას ისეთი პროდუქტები, რომლებიც ამ პროცესს უფრო მოსახერხებელს და სასიამოვნოს გახდის.
კომპანია ძალიან ბევრ კვლევას ატარებს, რათა უკეთესად შეიცნოს მშობლებისა და ბავშვების საჭიროებები და სურვილები. ისინი აქტიურად ითვალისწინებენ მომხმარებელთა აზრებს და მუდმივად აუმჯობესებენ პროდუქციას.
ჰაგისის საფენები გამოირჩევა რამდენიმე უნიკალური თვისებით. პირველ რიგში, აღსანიშნავია დიზაინი. ბრენდი ცდილობს, რომ პროდუქტი იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მარტივად გამოსაყენებელი — თხელი და ელასტიკურია რაც ბავშვების მოძრაობას არ აფერხებს.
ჰაგისი მონაწილეობს მრავალ სოციალურ პროექტსა და კამპანიაში, რომლებიც განკუთვნილია ბავშვის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის. ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს, რომ მაქსიმალურად შეამციროს გარემოზე ზეგავლენა. ამისათვის იყენებს ბიოდეგრადირებად მასალებს და მდგრადი წარმოების მიდგომებს.
ჰაგისი გამოირჩევა თავისი უნიკალური მიდგომით. სარეკლამო კამპანიებში ყოველთვის ასახულია ბავშვებისა და მშობლების თბილი ურთიერთობა. ბრენდის პოპულარობა და სანდოობა განპირობებულია იმით, რომ ისინი რეგულარულად ახდენენ ინვესტიციას კვლევებსა და განვითარებაში. მათი პროდუქტები კი ხშირად კონკურენტებთან შედარებით უფრო მაღალი ხარისხისაა, რაც მას მომხმარებლისთვის ერთ-ერთ ფავორიტ ბრენდად აქცევს.
Huggies-ის პოპულარული პროდუქცია
ჰაგისი ბავშვთა ჰიგიენისთვის აუცილებელ ბევრ პროდუქტს აწარმოებს, თითოეული მათგანი კი პატარების საჭიროებებს იდეალურად ერგება. დაწყებული ბავშვის საფენებით, დასრულებული სველი ხელსახოცებით, ყველაფერი მეცნიერული კვლევების საფუძველზეა შემუშავებული. რამდენიმე განსაკუთრებით პოპულარულ და მოთხოვნად პროდუქტს კი აქ განვიხილავთ.
- ჰაგისი ელიტ სოფტი — ბრენდის ეს ხაზი განსაკუთრებული სინაზითა და კომფორტით გამოირჩევა — მის ქვეშ უშვებენ საფენს, დღისა და ღამის ტრუსებს და სველ ხელსახოცს. ორივე მათგანი ძალიან ნაზი, ბამბისებრი მასალისგან შედგება; შესაბამისად, იდეალური არჩევანია ახალშობილებისათვის, რომელთაც უმეტესად ძალიან მგრძნობიარე კანი აქვთ. უშუალოდ საფენზე რომ ვისაუბროთ, ის დამზადებულია სუნთქვადი მასალისგან — ხელს უწყობს ჰაერის ცირკულაციას და ბავშვის კანს დიდხანს უნარჩუნებს სიმშრალეს. ამასთან, შიდა ზედაპირი სპეციალური ბალიშებითაა გაფორმებული — სწორედ ისინი შთანთქავს და აკავებს სითხეს. გარდა ამისა, საფენს ე. წ. სითხის ინდიკატორი გააჩნია, რომელიც ფერს იცვლის დასველებისას; შედეგად, მშობლებიც დროულად ამჩნევენ, როდისაა მისი გამოცვლა საჭირო. Huggies Elite Soft განკუთვნილია ახალშობილებისა და 1 წლამდე ბავშვებისთვის.
- ჰაგისი ულტრა კომფორტი — ამ ხაზის საფენები ანატომიური ფორმით გამოირჩევა, ანუ ისეა შექმნილი, რომ იდეალურად ერგება ბავშვის სხეულის ფორმას. ამიტომაც, უფრო მეტად იმ ასაკისთვისაა განკუთვნილი, როცა ბავშვები აქტიურად იწყებენ მოძრაობას. ამასთანავე, მრავალშრიანი სისტემით გამოირჩევა, რომელიც სითხეს სწრაფად შთანთქავს და საფენის მთელ ზედაპირზე ანაწილებს — ასე კანი მუდმივად სუფთა და მშრალია. ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული საფენები, ისე ჰაგისის ტრუსები. ხოლო ამ ხაზის ჰაგისის სველი ხელსახოცი გამოირჩევა სუფთა და უსაფრთხო შემადგენლობით — არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს, მათ შორის პარაბენებსა და ალკოჰოლს. ტექსტურა რბილი და ნაზია, შესაბამისად, ჰიგიენის დაცვა კანის ყოველგვარი გაღიზიანების გარეშეა შესაძლებელი.
- ჰაგისი კლასიკი — Huggies Classic-ის საფენი გამოირჩევა ხარისხისა და კომფორტის ბალანსით. მათი ძირითადი მახასიათებელი საიმედო შთანთქმის უნარია, რაც ბავშვის კანის სისუფთავესა და მშრალ მდგომარეობას უზრუნველყოფს. კერძოდ, ამ საფენებს ორმაგი შთამნთქმელი შრე აქვს — შედეგად, სწრაფად იჭერს და აკავებს სითხეს. ამავდროულად, გამოირჩევა სუნთქვადი ზედაპირით.

