

Amvilab - ამვილაბი
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
ამვილაბის ფილოსოფია ორ ძირითად პრინციპზეა დამყარებული: მეცნიერებასა და ბუნების ძალაზე. ბრენდს მიაჩნია, რომ საუკეთესო შედეგების მისაღწევად აუცილებელია როგორც ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენება, ისე თანამედროვე სამეცნიერო კვლევების ინტეგრაცია. ზოგადად, აქ სჯერათ, რომ ტექნოლოგიური პროგრესისა და ბუნებრივი ელემენტების შერწყმა ადამიანის ცხოვრების ხარისხს აძლიერებს.
სწორედ ასეთმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ ამვილაბის პროდუქციას ხშირად მიმართავენ როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და დასაცავად, ისე კანისა და სხეულის მოსავლელად.
როგორც თავად ბრენდის წარმომადგენლები განმარტავენ, მათი მისიაა, მომხმარებლებს მიაწოდონ უსაფრთხო და ეფექტური პროდუქცია, რომელიც მხოლოდ მაღალი ხარისხის ინგრედიენტებითაა შექმნილი. ამასთან, Amvilab მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს თავისი პროდუქტები კვლევებისა და ინოვაციების გზით.
ამვილაბის ხედვა ასევე ეფუძნება ეკოლოგიურად სუფთა და მდგრად პროდუქტებზე მუშაობას. გარემოს დაცვა, მდგრადი რესურსების გამოყენება და ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება ამ ბრენდის განუყოფელი ნაწილია. ცხადია, ამგვარი დამოკიდებულება ერთნაირად აისახება როგორც პროდუქციის წარმოების პროცესზე, ისე მათ შეფუთვაზეც. ამით Amvilab ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე უარყოფითი გავლენა და ხელი შეუწყოს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას.
ამავდროულად, ამვილაბი მუდმივად მუშაობს ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზე. მათი სამეცნიერო კვლევები და პროდუქტის განვითარების პროცესი ფოკუსირებულია იმის მიღწევაზე, რომ მომხმარებელმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.
Amvilab-ის პოპულარული პროდუქცია
ბუნებრივია, ამვილაბის პროდუქციის მრავალფეროვნება და ინოვაციური ხასიათი განაპირობებს მის გლობალურ წარმატებას. მიუხედავად იმისა, რომ მათი პროდუქცია მრავალ მიმართულებას მოიცავს, რამდენიმე მათგანი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს:
- გინკგო ბილობა — გინკგო ბილობას ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენ ლაქტონები) ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის გამტარობის შემცირებას; ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას, ამის შედეგად უმჯობესდება მიკროცირკულაცია, ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების ჟანგბადით და გლუკოზით მომარაგება. მეტაბოლიზმის რეგულაციის გზით იცავს უჯრედებს და ქსოვილებს ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული დაზიანებისაგან.
ამავდროულად, გინკგო ბილობა აუმჯობესებს მეხსიერების და კონცენტრაციის უნარს, ახდენს მეხსიერების გაუარესების პრევენციას. კიდურების სისხლით მომარაგების დარღვევისას ამცირებს სიცივის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნებას, ტკივილს სიარულისას. გინკგო ბილობა ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებიდან გამომდინარე, იცავს უჯრედული მემბრანის ლიპიდებს ოქსიდაციური სტრესისგან, მას გააჩნია ნეიროპროტექტორული ეფექტი, რაც გულისხმობს მის ძლიერ დამცავ ეფექტს ნერვულ უჯრედებზე.
- მელატონინი — მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ორგანიზმის ცირკადულ რითმებს, აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რიტმს, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას და ამცირებს ღამის გამოღვიძების რაოდენობას. მელატონინი აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას დილით გაღვიძების შემდეგ, გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას. მელატონინი ამცირებს სტრესით გამოწვეულ შფოთვას, აგზნებადობას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ ადაპტირებას საათობრივი ზონების ცვლილებაზე.
ამვილაბის მელატონინის საღეჭი ტაბლეტების ფორმა უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერების მაღალ ბიოშეღწევადობას და სრულ ათვისებას, რაც განაპირობებს სწრაფ ეფექტს, არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას.
- დეტოქს ფორმულა — ამვილაბის დეტოქს ფორმულა წარმოადგენს კომბინირებული მოქმედების მცენარეულ კომპლექსს, რომელიც წმენდს ორგანიზმს პარაზიტებისა და მავნე მიკროორგანიზმებისგან. მასში შემავალ კომპონენტებს გააჩნია ანტიჰელმინთური, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და პრებიოტიკური თვისებები. პარაზიტების დაშლის შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით ტოქსინები, რომელთა ღვიძლში განეიტრალების პროცესს ახდენს ამვილაბის დეტოქს ფორმულა. აღნიშნული ფიტოკომპლექსი უზრუნველყოფს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას მავნე პარაზიტების და მიკროორგანიზმებისგან, ხელს უწყობს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას.
- ვეივევიტი — ვეივევიტი არის სილამაზის სრულყოფილი ფორმულა, რომელიც გარეგანი გამოყენების კოსმეტიკური საშუალებებისგან განსხვავებით მოქმედებს ორგანიზმზე შინაგანად დაავადების პათოგენეზურ რგოლზე და გააჩნია ხანგრძლივი თერაპიული ეფექტი. შეიცავს ისეთ ბუნებრივ კომპონენტებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობს კანის, ფრჩხილისა და თმის ფორმირებასა და გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებაში.
ვეივევიტი აღადგენს კანის სტრუქტურას, აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, ელასტიკურობას, ტენიანობას, ანელებს კანის დაბერების პროცესს, ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესებს. სწრაფად აჩერებს თმის ცვენას და ასტიმულირებს მის ზრდას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, მატებს სიმკვრივესა თუ ბუნებრივ ბზინვარებას, ხელს უწყობს ქერტლის, ქავილის, სებორეის გაქრობას. ამაგრებს ფრჩხილებს, იცავს მტვრევადობისაგან და ფრჩხილის ზედაპირს აშრევებისაგან.
- ვუმენ საპორტი — ამვილაბის ვუმენ საპორტი არაჰორმონალური, მცენარეული ფორმულაა, რომელიც უზრუნველყოფს ჰორმონალური დისბალანსის ფონზე განვითარებული არასასურველი მოვლენების ბუნებრივ ნორმალიზებას გვერდითი ეფექტების გარეშე. მისი აქტიური ნივთიერებები ესტროგენების მსგავსი და დოფამინერგული თვისებებით ხასიათდება. აქვს კომპლექსური ესტროგენების მსგავსი მოქმედება და გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს: არეგულირებს ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს, ამცირებს დისკომფორტს პრემენსტრუალური სინდრომის დროს (მკერდის გადიდება და დაჭიმულობა, შებერილობა, მუცლის და წელის ტკივილი, გაღიზიანებადობა, დეპრესია, თავის ტკივილი) და მენოპაუზის პერიოდში განვითარებულ ფსიქოემოციურ თუ ვეგეტოსისხლძარღვოვან სიმპტომებს (წამოხურება, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჭარბი ოფლიანობა, ნერვული დაძაბულობა, გაღიზიანება, დეპრესიული განწყობა).

