PSP.GE
-25%Hepa-Merz - ჰეპა მერცი 10მლ. 1 ამპულა

Hepa-Merz - ჰეპა მერცი 10მლ. 1 ამპულა

#5291_580
18.11₾24.15₾

მახასიათებლები

სტატუსი
მარაგშია აფთიაქებშიაფთიაქში პოვნა
ბრენდი
MERZ Pharma
ბრენდის ქვეყანა
გერმანია
რაოდენობა და ფორმა
1 ამპულა
მოქმედი ნივთიერება
ornithine

მოკლე აღწერა

ჩვენება:ჰიპერამონიემიით  მიმდინარე ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები: ჰეპატიტი, ციროზი, ცხიმოვანი დისტროფია.

სრული ანოტაცია

შემადგენლობა:
ერთი ამპულა შეიცავს 5 გრ. ორნიტინის ასპარტატს, 10 მლ-მდე საინექციო წყალს.

აღწერილობა:
გამჭვირვალე, ოდნავ ყვითელი ფერის ხსნარი მუქი ფერის მინის ამპულაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰიპოამონემიური საშუალება.
ორგანიზმში და კერძოდ ღვიძლის უკმარისობის დროს აქვეითებს ამიაკის მომატებულ დონეს. პრეპარატი მონაწილეობს ორნიტინის ციკლში  (ამიაკიდან შარდოვანას წარმოქმნა). ხელს უწყობს ინსულინისა და სომატოტროპული ჰორმონების წარმოქმნას. აუმჯობესებს ცილების მიმოცვლას ისეთი დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა პარენტერალური კვების დანიშვნა.   

ჩვენება:
- ჰიპერამონემიით მიმდინარე ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები.
- ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ლატენტური და გამოხატული), მათ შორის გონების დაბინდვის დროს ჩასატარებელი კომპლექსური თერაპია (პრეკომა და კომატოზური მდგომარეობები).
- ცილის ნაკლებობის მქონე პაციენტებში გამოიყენება დამატებით სხვა პარენტერალური კვებისთვის დანიშნულ პრეპარატებთან ერთად.

მიღების წესი და დოზა:
ინტრავენურად შეჰყავთ 4 ამპულა დღეღამეში. ამპულის შემადგენლობა იხსნება 500 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში. ენცეფალოპათიის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლებელია 8 ამპულის გამოყენება დღეში. ინფუზიის ხანგრძლივობა, სიხშირე და მკურნალობის მიმდინარეობა დგინდება ინდივიდუალურად. ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 5 გრ/სთ.
არ შეიძლება 6 ამუპლაზე მეტის გახსნა 500 მლ-ში საინფუზიო ხსნარში.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად კანის რეაქციები, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა და ღებინება.

უკუჩვენებები:
ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (თუ პლაზმის კრეატინინის დონე აჭარბებს 3 მგ/100 მლ-ს).

განსაკუთრებული სიფრთხილით:
გულისრევის ან ღებინების გამოვლენის შემთხვევაში უნდა დარეგულირდს ინფუზიის სიჩქარე. ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია პრეპარატის დანიშვნა, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ლაქტაციის შეწყვეტა. განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა საქმიანობა მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

გამოშვების ფორმა:
10 ან 30 ამპულა ორიგინალურ შეფუთვაში

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°c ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:
3 წელი.
არ გამოიყენება შეფთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

18.11₾24.15₾-25%
1 ცალი
სწრაფი მიწოდება
მიწოდება 1 საათის განმავლობაში
რჩეული ბრენდები
მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდები
გარანტირებული ხარისხი
მხოლოდ რჩეული პროდუქცია
საუკეთესო კატალოგი
45 000+ დასახელების პროდუქცია