PSP.GE
-20%Desloratadine - დესლორატადინი 0.5მგ/მლ 120მლ

Desloratadine - დესლორატადინი 0.5მგ/მლ 120მლ

#83980_2844
15.92₾19.9₾

მახასიათებლები

სტატუსი
მარაგშია აფთიაქებშიაფთიაქში პოვნა
ბრენდის ქვეყანა
ესპანეთი
რაოდენობა და ფორმა
1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერება
desloratadine
დოზა
0.5მგ/მლ

მოკლე აღწერა

ჩვენება:სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი,ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია (ჭინჭრის ციება).

სრული ანოტაცია

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დესლორატადინი-ნორმონი- სიროფი -არასედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატია. გააჩნია ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც იწყება მისი მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში და ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში.

პრეპარატი არ ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და არ იწვევს ანტიქოლინერგიულ და სედატიურ მოქმედებას (არ იწვევს ძილიანობას).

საჭმლის მიღება და ალკოჰოლი არ ცვლის პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს.

დესლორატადინი-ნორმონი სიროფი აქრობს ან საგრძნობლად ამსუბუქებს ალერგიული რინიტის ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა ცემინება, ქავილის შეგრნება ცხვირში, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი და შეწითლება თვალის მიდამოში, ცრემლდენა.

ჭინჭრის ციების დროს  დესლორატადინი-ნორმონი სიროფი ამსუბუქებს ან აქრობს ქავილს და გამონაყარს კანზე.

ჩვენებები:

სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი;

ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია (ჭინჭრის ციება).

მიღების წესი და დოზირება:

6 თვიდან 12 წლამდე ბავშვებში ნაჩვენებია დესლორატადინი-ნორმონი სიროფი

სიროფის ფორმა;

ბავშვებში 6-დან 12 თვემდე: 2მლ (1 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;

ბავშვებში 1-დან 5 წლამდე: 2,5მლ (1.25 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;

ბავშვებში 6-დან 11 წლამდე: 5 მლ (2.5 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;

გვერდითი მოვლენები:

აღინიშნება პლაცებოს დონეზე: დაღლილობის შეგრძნება 1.2%-ში, თავის ტკივილი 0.6%-ში.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი ან ლორატადინისადმი;

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა წამლებთან არ ურთიერთქმედებს. საკვების მიღება არ მოქმედებს წამლის ეფექტურობაზე.

დესლორატადინი-ნორმონი არ აძლიერებს ალკოჰოლის ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-30C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა:

იხილეთ შეფუთვაზე.

15.92₾19.9₾-20%
1 ცალი
სწრაფი მიწოდება
მიწოდება 1 საათის განმავლობაში
რჩეული ბრენდები
მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდები
გარანტირებული ხარისხი
მხოლოდ რჩეული პროდუქცია
საუკეთესო კატალოგი
45 000+ დასახელების პროდუქცია